22, ნოემბერი 2019 16:59:00
ბათუმის ნავსადგურში ფრანგული ხომალდი შემოვიდა. „კომანდან ბირო“ ეროვნული სამხედრო საპატრულო გემია. იგი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. დახვედრის ცერემონიას დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი, ასევე საფრანგეთის ელჩი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სწავლებები ღია ზღვაში, რომელშიც ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები და სპეციალური ოპერაციების ძალები ჩაერთვებიან.