28, იანვარი 2020 18:31:00
სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სადახლო-საავტომობილო" და „სარფი“. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 45 ათას 660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარი შეეფარდათ.