31, ივლისი 2020 17:55:00
აჭარის მაუწყებელი კიდევ სამმა თანამშრომელმა დატოვა. ტელევიიდან ამჯერად ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე, გუგა ქადიძე გაუშვეს. ხელმძღვანელობის მიერ დასახელებულ მიზეზს- შენობაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გათავისუფლებულებს უსუსურს უწოდებენ და თვლიან, რომ მათ განსხვავებული აზრის გამო სდევნიან. ეს გუშინ გამართულ აქციაზე დააფიქსირეს კიდეც. უკიდურესად შემაშფოთებელად მიიჩნევს გიორგი კოხრეიძის საკადრო პოლიტიკას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ახალი დირექტორის დანიშვნიდან დღემდე მაუწყებელ სხვადახვა მიზეზით, 20-მდე თანამშრომელმა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა სამსახურიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. გიორგი კოხრეიძემ ამჯერად სამსახური გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორტს, ბაჩო გურაბანიძეს, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერს, გიორგი მურვანიძეს და მემონტაჟეს - გუგა ქადიძეს დაატოვებინა. მიზეზად 1 ივლისს, მაუწყებლის შენობაში, მომხდარი ინციდენტი დასახელდა, რომეშიც უკვე გათავისუფლებული პირები მონაწილეობდნენ. სათვალთვალო კამერით გადაღებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალა, მაუწყებელმა საკუთარი ეთერით მანამდე გაასაჯაროვა, ვიდრე სასამრთლოს გადაწყვეტილება იქნებოდა.
ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე ალტერნატიული პროფკავშირის აქტიური წევრები და 26 ივნისს, მაუწყებელთან , ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი ამბობენ, რომ გათავისუფლების საფუძველი ინციდენტი არ ყოფილა, რადგან დირექტორს - გიორგი კოხრეიძეს ალეტნატიული პროკავშირის დაშლა სურს. გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას აპირებენ.
„რამე სხვა მიზეზი იპოვეთ“, „აქ გასაგდები არავინ არაა“-მსგავსი შინაარსის ბანერებით, მორიგი საპროტესტო აქცია მაუწყებლის შენობასთან დილამდე გრძელდებოდა. აქციაზე, რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ. „ალტერნატიული პროფკავშირის“-თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშივილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითერბულ მოვლენებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა.
გუში, საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილით ისე დასრულდა, გიორგი კოხრეიძე მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან არ გამოჩნდა. მან შენობა უკანა კარიდან დატოვა. მას შემდეგ, რაც მაუწყებელს ახალი დირექტორი ჰყავს, სხვადასხვა მიზეზით, შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე ჟურნალისტს შეუწყდა, ნაწილს შეეცვალა ხელშეკრულების პირობები.