15, დეკემბერი 2020 17:30:00
ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები ოფიციალურად გაუქმდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოსცა. ცესკო-ს, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ძალა ერთობაშიამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მიმართა.