10, ივნისი 2021 21:59:00
აჭარის „უსინათლოთა კავშირს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო 5 წლით ორგანიზაციას ნოდარ ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. პოზიციის დასაკავებლად კიდევ 3 პრეტენდენტი იბრძოდა. აირჩიეს 7 დელეგატი. რა გეგმები აქვთ ახალ კადრებს და როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ უსინათლოთა ინტერესების დაცვას?სალომე უსტალიშვილი გიამბობთ
აჭარის უსინათლოთა კავშირს, მომდევნო ხუთი წლით, ნოდარ ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარეობის სურვილი თავდაპირველად კავშირის, კიდევ ოთხ წევრს ჰქონდა. თუმცა, ნუგზარ კეკელიძემ საკუთარი სურვილის საფუძველზე კანდიდატურა მოხსნა.
ახალი თავმჯდომარე, კავშირს ახალ გეგმებს და სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს. მისთვის დელეგატების გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან 106 ხმიდან, ნაკაშიძემ, 72 უსინათლოს მხარდაჭერა მოიპოვა.
დღესვე მეორე არჩევნებიც ჩატარდა. ფარულად, კენჭი 35-ე ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს უყარეს. ამ შემთხვევაში, სურვილი თექვსმეტმა პირმა გამოთქვა, თუმცა, მხოლოდ შვიდი აირჩიეს.
არჩევნებზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება, როგორც ყოველთვის, ახლაც იყო. თავმჯდომაროების ერთ-ერთმა კანდიდატმა, კავშირს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო ბრალი. ირწმუნება, რომ გაცემული თანხა თუ საჩუქრები არათანაბრად და არასამართლიანად ნაწილდება.
როგორც აღმოჩდა, უკმაყოფილო პირები კავშირს მრავლად ჰყავს, რადგან საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის, მიმართ ბრალდებები მრავლად იყო.
აჭარის უსინათლოთა კავშირში 420 პირია გაწევრიანებული, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კი, მხოლოდ, 106-მა გამოთქვა. რატომ არ მიიღო ყველა მათგანმა კენჭისყრაში მონაწილეობა? საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნების შესახებ, ყველას შეატყობინა. რაც შეეხება ბრალდებებს, მისი მტკიცებით, თანხები არამიზნობრივად არ იხარჯება, თუმცა, ადასტურებს, რომ სოციალური სტატუსის მქონე პირებს უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე სხვებს.