21, ივლისი 2021 17:50:00
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ფქვილზე ფასი დაკლებულია. ლევან სილაგავას თქმით, ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 60 ლარის ფარგლებშია, მაშინ როცა, ის რამდენიმე თვის წინ 68 ლარს შეადგენდა. სილაგავამ განმარტა, რა ვითარებაა ხორბლის ბაზარზე, როგორია მოსავალი და მარცვლეულის ფასი წელს. მისივე თქმით, წელს საქართველოს 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი აქვს.