29, ოქტომბერი 2021 10:35:00
"ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას" - ამ შინაარსის შემცველ პოსტს ირაკლი თავდგირიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი განცხადებით, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გაგრძელებს.
"ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!
არა ნაცებს! არა ბოროტებას! ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!" - წერს თავდგირიძე Facebook-ზე.