ორშაბათი 25, მარტი 2019

ინფრასტრუქტურული პრობლემები ბათუმს შემოერთებნულ ტერიტორიაზე

15, მარტი 2019 20:02:00

უხარისხოდ  და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები  ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე. მოქალაქეები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას  ითხოვენ. ახალგაზრდობის, ხიხანისა და ტაოს ქუჩებზე გზა მოუწესრიგებელია,   სანიაღვრე არხები კი წყალს ვერ ატარებს. 


ტაოს ქუჩაზე   სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თუმცა აქ მცხოვრებლები ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით  უკმაყოფილონი არიან. ადგილობრივები  ამტკიცებენ , რომ სამოშაოები უხარისხოდ შესრულდა. ახალი მილები წყლის ასა ვერ ატარებს, შესაბამისად დასახლება წვიმიან ამინდში იტბორება. 

სანიაღვრე არხების პრობლემა ერთადერთი არ არის. ტაოს ქუჩაზე მცხოვრებლები გზის მოწესრიგებასაც ითხოვევენ. ქუჩა მთლიანადაა გადათხრილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ,რომ ბოლოს ტერიტორიაზე ტექნიკა  ერთი თვის წინ მუშაობდა. 

ანალოგიური სიტუაციაა მიმდებარედ,  ხიხანის ქუჩაზეც. ადგილობრივები სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.  ამტკიცებენ, რომ  ტერიტორია გაწვიმებისას ისე იტბორება, რომ მიწებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვისაც ვერ იყენებენ. 

შორენა ვარშანიძემ გამოსავალი იპოვა და სანიაღვრე არხი საკუთარი  ძალებით  გაიყვანა. თუმცა მოქალაქემ ამ გზით პრობლემა მაინც ვერ მოაგვარა.

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე  პრობლემების არსებობაში ოპოზიცია ბათუმის მერიას ადანაშაულებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, უწყებამ თანხები არამიზნობრივად დახარჯა.   

ბრალდებას უარყოფენ ბათუმის  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში. აქ ამბობენ, რომ სამუშაოები მუდმივად კონტროლდებოდა.   ვადების დარღვევის გამო კი კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა. 

ტაოს, ხიხანისა და ახალგაზრდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ვი-აი-პი“ ასრულებს.  


დღის ამბები