ორშაბათი 16, სექტემბერი 2019

რა დაპირებები აქვთ ხულოს მერობის კანდიდატებს

17, აპრილი 2019 20:02:00

ხულოს მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ  მარათონში და როგორ შეეცდებიან ამომრჩევლის გულის მოგებას? დღეს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამას გაგაცნობთ.

მმართველმა პარტიამ, მერობის კანდიდატად ხულოში, პროფესიით იურისტი, ყოფილი პოლიციელი ვახტანგ ბერიძე დაასახელა. გუნდის რჩეულის მთავარი გზავნილი და დაპირება მოსახლეობასთან ახლო კომუნიკაცია და 24 საათიანი სამუშაო რეჟიმია.

რა სჭირდება ხულოს მოსახლეობას და არსებული ფინანსური რესურსი თუ იძლევა საშუალებას, რომ წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდეს ? ბერიძე ამბობს, რომ ბიუჯეტი მზარდია, რაც მუნიციპალიტეტში მოქმედი პროექტები ხულოს განვითარებას ხელს შეუწყობს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი მოქმედი საკრებულოს წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსი, ირაკლი ჯორბენაძეა, რომელიც პარტიას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მაჟორიტარ დეპუტატად ჰყავდა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. მისი მთავარი გზავნილი და დაპირება აჭარის ყველაზე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში სოციალური ფონის გაუმჯობესებაა.

ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოსახლეობს სჭირდება წყალი, გზა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, ხოლო იმ ფინანსური რესურსის სწორად გამოყენება, რასაც მოქედი ხელისუფლება ბიუროკრატიაზე ხარჯავს. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს რიგითი ნომრები გუშინ, მიანიჭა. მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, ამომრჩეველთა წინაშე  უცვლელი პარტიული ნომრით წარსდგებიან. ხულოს მერს 19 მაისს აირჩევენ. 

წამყავნის ტექსტში რომ ვთქვათ დარჩენილ ორზე შემდეგ გავა

სიჯეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. და მე აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პირობის პრეტენდენტები არიან ასევე კანდიდატები პარტია„საქართველოდან“ და საინიციატივო ჯგუფიდან. მათ საარჩევნო პროგრამაზე სიუჟეტს  მოგვიანებით წარმოგიდგნეთ. 


დღის ამბები