09, მაისი 2019 20:52:00
თინათინ ჭკუასელი, ვაჟა კეშელავა, თორნიკე პატარაია
74 წელი მეორე მსოფლიო ომიდან. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. უკვდავი პოლკის სვლელობამ დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
„თქვენ ხართ რუსეთის აგენტები“, „მოშორდით 9 აპრილის მემორიალს“-ამ შინაარსის შეძახილები „უკვდავი პოლკის“ აქციის მონაწილეების მისამართით ისმოდა. მსვლელობის, შემდეგ ოპოციციიის წევრებმა ისინი გმირთა ხეივანში მემორიალთან არ მიუშვეს.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტვიერად დაუპირისპირდნენ. პოლიციას ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება მოუხდა.
''უკვდავი პოლკის'' წარმომადგენლებმა სანაპიროს მიმართულებით მსვლელობა შეწყვიტეს და ქალაქის კარიბჭესთან მივიდნენ.
მსვლელობაში დაახლოებით 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი თქმით, აპოლიტიკური ორგანიზაციის წევრები არიან და მხოლოდ ვეტერანების პატივსაცემად შეიკრიბნენ. აქციაზე მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილი ვეტერანების ფოტოსურათები გამოფინეს.
ამის მიუხედავად, მათ ნაწილს დღეს გიერგიევსკის ლენტები მაინც ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენებსაგან თავი შეიკავეს.
აქციის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ აქტივობის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაიგეს. ისინი დღეს ადგილობრივ მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.
უკვდავი პოლკი აქციას 9 მაისს, საქართველოს 5 ქალაქში უკვე მესამე წელია მართავს. ცნობილია, რომ პოლკს პრორუსული ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ და ისინი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს არ ცნობენ.