22, მაისი 2019 17:11:00
ბსუ-ს მეორე კურსის სტუდენტი ლექტორს სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ფაქტის დამადასტურებელი მიმოწერის სქრინები აქვს. 19 წლის გოგომ წერილები 15 დღის წინ მიიღო , სადაც ლექტორი თამამი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა. პედაგოგის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, ინფორმირებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციაც, სადაც აცხადებენ, რომ ფაქტს სპეციალური ეთიკის კომისია შეისწავლის. ბრალეულობის დადგენის შემთხევაში კი ლექტორს შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულება შეუჩერდეს. ამ თემაზე მასალა თავდაპირველად „ბათუმელებმა| მოამზადეს. საკითხთან დაკავშირებიოთ ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ.