კვირა 22, სექტემბერი 2019

სურათით მოყოლილი ამბავი

10, ივნისი 2019 20:38:00

20  წელი ფოტოგრაფიაში.  სურათით მოყოლილი ამბავი.  რეპორტაჟი   ფოტორეპორტიორ  გოგა ჩანადირის ობიექტივზე  აღბეჭდილ მოვლენებსა   და  შენახულ ისტორიაზე.  რატომ დაინტერესდა დოკუმენტალისტიკით და რამდენ ფოტოს ითვლის მისი არქივი? 
გული სწყდება, რომ ბათუმში არსებული ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ამ მდგომარეობაშია. ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ობიექტივში ამჯერად უძველესი სინაგოგა მოხვდა. 20 წლიანი გამოცდილების მქონე ფოტოგრაფისთვის სიძველესთან მუშაობა სიამოვნების მიმნიჭებელია. ამბობს, რომ საქართველოში დაცული კულტურული მემკვიდრეობა ქართველი ერის ისტორიას ინახავს. 
ის არქიტექტურა მოსწონს, რომლითაც ბათუმის შენობა-ნაგებობებია შექმნილი. ადრე გადაღებულ ფოტოებს ახლანდელს ადარებს და აკვირდება შეცვლილია თუ არა პირვანდელის იერსახე. ახარებს ის ფაქტიც რომ, რეგიონში ბევრი ძეგლი რეაბილიტირებულია.
ის, რომ ისტორიულ ნაწილში არ არის მაღლივი შენობები მოსწონს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ბათუმი ბეტონის ტყეებად არ უნდა გადაიქცეს.
ფოტოების გადაღება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთ-ერთი საინტერესო თემატიკა მაღალმთიანი აჭარაა. იმოგზაურა ღორჯომში, გაიცნო 100 წელს გადაცილებული ადგილობრივები. ერთ-ერთი ულამაზესი კადრიც სწორედ ამ ადგილებში გადაიღო, თუმცა ფოტო ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ფოტოგრაფი იმედოვნებს რომ მომდევნო ვიზიტის დროს მის ობიექტივში არანაკლებ საინტერესო  და მრავლისმთქმელი ფოტოამბავი მოხვდება.

 


დღის ამბები