სამშაბათი 25, ივნისი 2019

ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მხარეები 21 ივნისს შეხვდებიან

12, ივნისი 2019 20:40:00

მუსლიმებსა და ბათუმის  მერიას შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა. სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო.  მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მხარეები ერთ კვირაში იმსჯელებენ.  იწელება თუ არა კომუნიკაცია დროში  მიზანმიმართულად  ?ჩემი კოლეგა გიამბობთ 
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. მერიამ მზადყოფნა გამოთქა 21 ივნისს  გააცნოს მუსლიმ თემს მათი წინადადებები, ხოლო 8 ივლის მათ ქალაქის მერი შეხვდება, სადაც  საბოლოო გადაწყვეილებას მიიღებენ. 
მოსამართლემ მხარეებს კვლავ მორიგებისკენ მოუწოდა და საბოლოო გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით გამოტანასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.  
მორიგი ხსდომის თარიღი  21 ივნისის შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებულო.თავდაპირველად მოსარცელე მხარემ პროცესი დროში გაწ3ელილად მიიჩნია და სხდომის გადადების მოთხოვნის არდაკმაყოფილება მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით მზადყოფნა გამოთქვა.
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას მუსლი თემი  წლებია ითხოვს.  მათ სამლოცველოს ასაშენებლად მიწის ნაკვეთი თავადც შეიძინეს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვაზე უარი  უთხრა. 

 


დღის ამბები