13, ივნისი 2019 20:35:00
წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები გამოჩნდებიან. უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც 15 ივნისს , სეზონბის ოფიციალურად გახსნითანავე დაინერგება. გოგოებმა გადამზადების კურსები გაიარეს და მზადყოფნაში არიან.
20 წლის მერცია წელს ბათუმის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს. ის საზღვაო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ ამ კუთხით გამოცდილება გასულ წელს შეიძინა, როცა ზღვაზე რუჯის მისაღებად გასულმა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
მეგობრისგან განსხვავებული ისტორია აკავშირებს ზღვასთან ნინო ბეჟანიძეს, რომელიც წელს კიდევ ერთი ქალი მაშველი იქნება. ცურვა საკუთარი ძალებით მაშინ ისწავლა, როცა ზღვაზე საფრთხის წინაშე თავად აღმოჩნდა.
გამიმართლა, რომ ზღვისპირა ქალაქში ვცხოვრობ, ამბობს კიდევ ერთი მაშველი ქალი. ქრისტინე დიდმანიძის თქმით პროფესია რთული და საპასუხისმგებლოა, საჭიროებს განსაკუთრებულ სიმშვედეს და პროფესიონალიზმს
აჭარის სანაპიროზე წელს პირველად 20-მდე მაშველი გოგო იქნება. საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ფიზიკური მომზადება საწაცლო დაწესებულების ბაზაზე გაიარეს. უსაფრთხოების და პირველადი დახმარების წესები კი მათ საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის უკვე გამოცდილმა მაშველებმა გააცნეს.
ქალი მაშველები ოფიციალურად მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ, როცა აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.