19, ივნისი 2019 17:11:00
ბათუმი მეზღვაურთა საერთაშორისო დღისთვის ემზადება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. იქნება სპორტული შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, პერფორმანსები, მინის-სპეკტაკლები, ასევე კონფერენციები, 25 ივნისს კი ღონისძიებები სტუდენტების საზეიმო მსვლელობითა და ბულვარში სასწავლებლების კუთხეების პრეზენტაციებით დასრულდება. მეზღვაურთა დღე 25 ივნისს აღინიშნება.