ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ღიად დაპირისპირებული მხარეების ურთიერთბრალდებები გრძელდება

27, ივნისი 2019 20:37:00

 ახორციელებს თუ არა ფარულ ზეწოლას  ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორზე  განათლების  მინისტრი ? საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ხაჯიშვილის უწყებისკენ დღესაც ხელს იშვერს.  ტარიელ ქათამაძე ამტკიცებს, რომ ტვ 25-ის  ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მას ემუქრებიან.  
ჩაქვის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდისტის მხრიდან, ფარულ ზეწოლაზე საუბრობს. ტარიელ ქათამაძე აცხადებს, რომ გუშინ, მაცნეს“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი მისამართით მუქარა გაძლიერდა და ამ პროცესში სამინისტროს თანაშრომლს ალექსანდრე მჟავანაძეს ადანაშაულებს.
ტარიელ ქათამაძე პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში აღნიშნავს, რომ პასუხისმეგბლობას არ გაურბის, თუმცა სამინისტროსგან კატეგორიულად მოითხოვს მკაცრად დაისაჯოს ის  ჩინოვნიკი, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა მასწავლებლებს. საუაბრია მადონა ტაბატაძეზე, რომელიც მისივე მტკიცებით, მინისტრის ნათლიაა.  ქათამაძე წერილში მინისტრის წარსულ საქმიანობაზეც საუბრობს:
ჩაქვის სკოლის დირექტორის ბრალდებებზე ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, გუშინ, მაია ხაჯიშვილისგან პასუხები ვერ მივიღეთ. დღეს კი მინისტრს ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევხვდით, სადაც მან „მაცნეს“ კითხვებს“ თავი ვეღარ აარიდა. ხაჯიშვილი ქათამაძის განცხადებებს თავდაცვის მცდელობად აფასებს და ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. 
მაია ხაჯიშვილი პროცესში მისი თანამშრომლის მონაწილეობის საკითხსაც აფასებს. მინისტრის თქმით, საჯახო მოხელის მხრიდან შესაძლო შეურაცხყოფის ფაქტს იკვლევენ. 
ჩაქვის საჯარო სკოლის დირექტორის სკანდალურ ინტერვიუს დღეს ოპოზიციამ სპეციალური ბრიფინგი მიუღძვნა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ხელიუსუფლება პედაგოგების პოლიტიკაში იძულებით ჩართვას ცდილობს.
საქმე ისაა, რომ აჭარის განათლების სამინისტროში სკოლის მოსწავლისგან შეტყობინება შევიდა. ჩვენი ინფორმაციით, წერილში საატესტატო გამოცდებისთვის თანხის შეგროვების ფაქტებზეა საუბარი. ტარიელ ქათამაძე ეჭვობს,რომ მის წინააღმდეგ კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელისუფლება მისგან დამნაშავეს ხელოვნურად ქმნის. დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლებისგან ირიბ მინიშნებებს ღებულობდა და მის პოლიტიკაში ჩართვას მოითხოვნდნენ.


ჩვენ  დღეს აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლების ალეკო მჟავანაძის და მადონა ტაბატაძის პოზიციების მოსმენა გვსურდა, თუმცა უწყების პრესცენტრში გვითრხრეს რომ საკითთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაკეთდება. 


დღის ამბები