სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

მახოში მცხოვრებლები კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვენ

02, ივლისი 2019 20:33:00

მოვლა პატრონობის გარეშე დარჩენილი  კულტურული მეკვიდრეობის  სტატუსის  მქონე ხიდი ხელვაჩაურში. მახოში მდებარე შუასაუკუნოვანი ძეგლი, დაშლის პირასაა. ადგილობრივები მის რესტავრაციას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის მერიას კი პრობლემის მოსაგვარებლად პროგრამა არ აქვს. 

სოფელ მახოში მცხოვრებლები დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. ყვებიან, რომ უძველესი ნაგებობა დაშლის პირასაა, ამიტომ მასზე გადაადგილებისას სიფრთხილეს იჩენენ.  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს  დაზიანებული აქვს  ხის კონსტურქცია და  ჩამოშლილია ქვები. 
მე-12 საუკუნის ხიდს, სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ  ჩაუტარდა, თუმცა ადიდებულმა მდინარემ და უხვმა ნალექმა მაინც დააზიანა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ სოფლის ფლორა და ფაუნა  ტურისტებისთვის მიმზიდველია და ხიდის მოწყობა და მისი იერსახის შენარჩუნება ვიზიტორების  ზრდას ხელს შეუწყობს.
ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მერიას პრობლემის მოსაგვარებლად პროგრამა არ აქვს, თუმცა ადგილობრივების განცხადების საფუძველზე შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობის გაწევა შეუძლია. 
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის რესტავრაცია 2015 წელს განახორციელა და 33 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჟვებულმა კომპანიამ 10 წლიანი გარანტიით შეასრულა. ოლეგ ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ადგილზე გაიგზავნება სპეციალისტები რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან, რის მიხედვითაც შესაბამისი რეაგირება მოხდება.
რაც შეეხება აჭარის გზების დეპარტამენტს, აქ ამბობენ, რომ ხიდის რეაბილიტაცია მათ კომპენტეციაში არ შედის.  ნაგებობას, რომელიც მახოს ხის ხიდის სახელითაა ცნობილი, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  2013 წელს მიენიჭა. 


დღის ამბები