ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

რატომ გაძვირდა საწვავი?

04, ივლისი 2019 20:34:00

საქართველოში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. მძღოლები ხარჯების ზრდასა და შემოსავლების შემცირებაზე საუბრობენ.  იმოქმედებს თუ არა ახალი ტარიფი მგზავრობაზე და რას უკავშირებენ ეკონომისტები ფასების მატებას ?

მძოლები ამბობენ, რომ არაფრის იმედი აღარ აქვთ და ყველა დაპირება, რომელსაც ახლანდელი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გასცემდა „ოცნების ოცნებად“ დარჩა. 
მათი თქმით, შემოსავალი მცირდება , ხოლო ხარჯები იზრდება.ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობას  ხალხის გასაჭირი არ ესმის.
ნაციონალური მოძრაობა , ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.  გია აბულაძე ამბობს, რომ კრიზისს ლარის არასტაბილურობა იწვევს . მისი თქმით, მთავრობას, ეროვნული ვალუტის გასამყარებლად,  სტრატეგიული გეგმა არ აქვს/ 
ახალ  საქართველოში კი თვლიან, რომ  ფასების რეგულირება, საწვავის საჭირო მარაგის შემოტანით უნდა მოხდეს, რასაც ქვეყანა მსგავსი კრიზისის დროს გამოიყენებს.
ეკონომიკის ექსპერტი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი არ გაზრდილა. პაატა აროშიძის შეფასებით, საწვავის ღურებულების მატება , ლარის კურსზეა დამოკიდებული. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ  სოციალურად ორიენტირებული ნავთობიმპორტიორები არ გვყავს , ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ლარის სტაბილიზაციაზე.
უმრავლესობაში კი  საწვავის ფასების ზრდას ეკონომიკურ და გარე ფაქტორებზს უკავშრებენ.   აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ამ მიმართულებით, რაიმე ტიპის რეგულაცია, არასამართლიანად მიაჩნია. ნინო ჩხეტია თვლის, რომ ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს.
ველოდოთ უნდა თუ არა საწვავზე ფასისკიდევ უფრო  ზრდას? დარგის ექსპერტების თქმით, ეს გარემოება, სხვა რამდენიმე ფაქტორის გარდა, ლარის კურსის ნიშნულზეა დამოკიდებული.


დღის ამბები