ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ხვალ ბათუმში მეზღვაურთა დღე აღინიშნება

11, ივლისი 2019 17:03:00

ხვალ ბათუმში მეზღვაურთა დღე აღინიშნება. ღონისძიებები 11:00 საათზე ბათუმის ნავსადგურში დაიწყება.  პროფესიულ დღეს სფეროში მოქმედ პირებს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დააჯილდოვებენ საზღვაო სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტებსა და  კურსდამთავრებულებს, პატივს მიაგებენ დაღუპულ მეზღვაურებს.  გაიხსნება „მეზღვაურთა სკვერი“ . კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე კი დილის 11 საათიდან 23 საათამდე საზღვაო სასწავლებლები საინფორმაციო  კუთხეებს მეაწყობენ, გაიმართებნა ფლეშმობი, შესრულდება მუსიკალური ნომრები.     მეზღვაურთა საერთაშორისო  დღედ  25 ივნისი 2011 წლიდან აღნიშნება.  წელს ღონისძიებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო.