ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

ოთხი წელი დახმარების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა

12, ივლისი 2019 20:40:00

სისტემის გარეშე, რომელიც ყოველი გაწვიმებისას იტბორება. ბათუმს შემოერთებულ  ტერიტორიაზე მოქალაქეები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე  უამინდობისას  გადაადგილება  რთულია.  მერიაში კი ამბობენ,  რომ პრობლემას წლის ბოლომდე მოაგვარებენ

ყოველი გაწვიმებისას გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე გადაადგილების ერთადერთი საშუალება ავტომობილია.  უხვი ნალექის დროს ტერიტორია მთლიადანდ იტბორება. ადგილობრივები  პრობლემის გადაჭრას საკუთარი ძალებით ბოლო 4 წელია ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. 
ადგილობრივებმა დახმარებისთვის  ბათუმის მერიას   რამდენჯერმე მიმართეს.  ამბობენ, რომ უწყება პრობლემით არ დაინტერესებულა. მოქალაქქეები  ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას ითხოვენ.  
მოსახლეობას პრობლემას ადგილზე გაეცნო 
კახაბრის მუნიციპალური სერვისცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ  პრობლემის შესახებ მერიას დღეს აცნობა და დატბორილი ტერიტორიის ფოტომასალა უწყებაში  გაგზავნა. ავთანდილ თურმანიძე ირწმუნება, რომ თვითმმართველობა რეაგირებას დროულად მოახდენს. 
ავთანდილ თურმანიძის განცხადებას ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 
ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურში ირწმუნებიან, პრობლემა წლის ბოლომდე მოგვარდება. სულხან ევგენიძის თქმით ტერიტორიაზე შესწავლითი სამუშაოები მიმდინარეობს. 
დატბორილი ტერიტორიაზე შპს ,,ბათუმის წყალმა“ ამოიტუმბვითი სამუშაოები განახორციელა.