ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

კიბოს სკრინინგის მიმართულებით 80-მდე მედ-პერსონალის გადამზადება იგეგმება

15, ივლისი 2019 20:40:00

კიბოს სკრინინგის მიზნით  80-მდე მედ-პერსონალს  გადაამზადებენ.იმისთვის რომ სერვისი პაციენტებისთვის უფრო ხელისმისაწვდომი გახდეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახალ ინიციატივაზე მუშაობს

საზღვაო ჰოსპიტალის ხარისხის მენეჯერი ყვება, რომ ონკოლოგიურ  დაავადებებზე სკრინინგისთვის პაციენტებს  იმ კლინიკებში გზავნიდნენ,  სადაც ამ სახის გამოკვლევების ჩატარება იყო შესაძლებელი . მარი ზანაქიძე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ აჭარაში ბევრ სამედიცინო დაწესებულებას მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება შეეძლება.
იმისათვის,  რომ რეგიონში ონკოლოგიური მიმართულებით სხვადასხვა უფასო სამედიცინო გამოკვლევით რაც შეიძლება მეტმა პირმა ისარგებლოს, თითქმის ყველა კლინიკის მედ-პერსონალი უნდა გადამზადდეს- ინიციატივა დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ,,კიბოს სკრინინგის ხელშეწყობისა და კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში“ განიხილეს. ამ ეტაპზე   80 ექიმის დატრენინგება იგეგმება.
სკრინინგი და დაავადების დროული გამოვლენა ერთადერთი გზაა კიბოსთან საბრძოლველად - ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 
2017  წლის მონაცმებით, აღრიცხვაზე 4000 -ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა 2016 წელთან შედარებით, არ გაზრდილა. უმეტეს შემთხვევაში ქალებში სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ხოლო კაცების შემთხვევებში ფილტვისა და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნური დაავდებები ფიქსირდება.


დღის ამბები