15, ივლისი 2019 20:35:00
ქართული პოლიფონიით მოხიბლული გერმანელი პროფესორი, რომელიც მრავალხმიან სიმღერას საქართველოს სხვასხვა კუთხეში ლარინგოფონებით აცოცხლებს. 11 წლის წინ დაწყებული თანამშრომლობა ქართველ ეთნო- მუსიკოლოგთან და სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიცია ქედიდან. რა გეგმები აქვს მკვლევარს სამომავლოდ? ვნახოთ ეკატერინე ბარამიძის სიუჟეტი
ყველაფერი 11 წლის წინ დაიწყო, როდესაც სამუშაო შეხვედრაზე ქართული პოლიფონია მოისმინა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მრავალხმიანი სიმღერის ჩაწერა. იდეის განსახორციელებლად სამწლიანი პროექტი -„ტრადიციული - ქართული ვოკალური მუსიკის კომპიუტერული ანალიზი“ გერმანიის სამეცნიერო ფონდს წარუდგინა, დაფინანსებაც მიიღო და ფონდ „ქართული გალობის“ ერთობლივი სამეცნიერო-სამუსიკო ექსპედიციაც ქედიდან დაიწყო. გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრენკ შერბაუმი ახლა სოფელ მერისისთვის დამახასიათებელ ფოლკლორის ლარინგოფონებით ჩასაწერად მომღერლებს ყელზე სპეციალურ აპარატურას უკეთებს, სცენაზე აჟღერებული „თირინი“ კი კომპიუტერული ანალიზისთვის საგულდაგულოდ სრულდება.
პროფესიით გეოფიზიკოსმა და სეისმოლოგმა ბუნებრივ გარემოში ხელოვანების მიერ შესრულებული სიმღერების კომპიუტერული ანალიზისთვის ლარინგოფონები პირველად 2015 წელს სვანეთში გამოსცადა. საპილოტე პროექტი, ეთნომუსიკოლოგ ნანა მჟავანაძესთან ერთად განახორციელა და სვანეთის სხვადასხვა სოფელში ათეულობით ადგილობრივი სიმღერა ჩაწერა.
ექსპედიცია ქედიდან ხულოში გადაინაცვლებს, სადაც სოფელში დაცული სხვადასხვა ხეობის ფოლკლორს ჩაწერენ.
პროექტის ფარგლებში „მოყვარეს“ გარდა, ქედაში ანსამბლ „ელესას“ მიერ აღდგენილ სიმღერებსაც ჩაწერენ. კულტურის ცენტრის დირექტორი და ანსამბლ „ელესას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გერმანელ მკლევარს წლების განმავლობაში აღდგენილ და რეპერტუარში შეტანილ სიმღერებს შესთავაზებს.
სამეცნიერი-სამუსიკო ექსპედიცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, გალობის უნივერსიტეტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის ეგიდით ხორციელდება. პროექტის თანადამფინანსებელია ფონდი „ქართული გალობა“