ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

როდის შევა ექსპლუატაციაში ჩაქვის სასაფლაოები?

18, ივლისი 2019 17:06:00

როდის შევა ექსპლუატაციაში ჩაქვის სასაფლაოები - ამ საკითხით საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა. ნაციონალურმა მოძრაობამ, ქალაქის მერს ჰკითხა, რატომ უნდა ხდებოდეს დასაკრძალი ტერიტორიის ყიდვა შავ ბაზარზე, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტმა, ჩაქვის სასაფლაოებზე, 3 მილიონ 400 ათასი ლარი დახარჯა. ლაშა კომახიძის თქმით, ჩაქვის სასაფლაოების დიდი ნაწილი ექსპლუატაციისთვის მზადაა, ტერიტორიის ნაწილის შესწავლა კი, ისევ მიმდინარეობს. უმცირესობამ მერს რეპლიკით უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ პროცესების სპეციალურად გაჭიანურებით, თავისთვის იმზადებს ამ ადგილს.


დღის ამბები