ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა - ქედის მერია ტენდერებს უკონკურენტოდ, ბაზრის კვლევის გარეშე ატარებს

23, ივლისი 2019 20:35:00

ქედის მერია ტენდერებს უკონკურენტოდ, ბაზრის კვლევის გარეშე ატარებს,  პროექტებში ცვლილებები კი ავტორთან შეთანხმების გარეშე შეაქვს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით უწყება თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. რატომ იხდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ზედმეტ ფულს ხალხის ბიუჯეტიდან? ეკატერინე ბარამიძე არკვევდა რა ხარვეზები დააფიქსირა შიდა აუდიტმა. მან სიუჟეტში  დასკვნები და რეკომენდაციები მოაქცია

ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, ერთ-ერთი ძვირად ღირებულია იმ ხუთ ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის, რომელიც სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ცვლილებები ავტორთან შეთანხმების გარეშე შევიდა. ცვლილებები შეეხო ფრიდონ ხალვაშისსახელობის  პარკში სცენის მოწყობისა და სოფლებში სასმელი მაგისტრალის მშენებლობის პროექტებსაც, რაშიც ჯამში, მერიამ 67 ათას 433 ლარი უსაფუძვლოდ გადაიხადა. დასკვნაში მოხვდა, სოფელ მეძიბნაში, დუმბაძეების საცხოვრებელ სახლთან, მეწყრის საწინააღმდეგოდ 16 652 ლარად მოწყობილი 30 მეტრამდე სიგრძის კედელი, რომელიც აუდიტის 

აუდიტის დასკვნის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ეთანხმებიან ქედის მერიაში. მერის მოადგილე და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, პრობლემები კი ეტაპობრივად მოგვარდა.
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ პრობლემა კადრების დეფიციტშია, რაც სამსახურის გამართული მუშაობისთვის 

აუდიტის დასკვნაში მოხვდა საკრებულოს მუშაობაც, კერძოდ კი, წარმომადგენლობითი ორგანოს რიგითი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. აუდიტის რეკომენდაციით, ფინანსების გაცემა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ უნდა მოხდეს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ შესაბამისი სერვისების არარსებობა და რელიეფი ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, ქედაში 2017 წელს, ტენდერების 15% უშედეგოდ, 42% კი კონკურენციის გარეშე დასრულდა.

 


დღის ამბები