კვირა 22, სექტემბერი 2019

რას სთავაზობს ქობულეთის მერია წვიმიან ამინდში ტურისტებს

25, ივლისი 2019 20:41:00

“გაატარე ზაფხული საქართველოში” - მოწოდება, მას შემდეგ გახდა სოციალურ ქსელებში აქტუალური, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტურიზმის სექტორი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. სტუმრებს  დასვენებისკენ მოუწოდებს   ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირიც. რას ვახვედრებთ დამთვალიერებლებს უამინდობისას ? დღეს, წვიამიან ქობულეთში ჩემი კოლეგა გაეცნო სიტუაციას 

ამ მზიან ამინდში,მუნიციპალიტეტის მერი ტურისტებს ზაფხულის ქობულეთში გატარებისკენ მოუწოდებს. თუმცა, რას სთავაზობს ქალაქის პირველი პირი აქ ჩამოსულ სტუმრებს წვიმიან ამინდში?  დამსვენებლები ამბობენ, რომ როცა წვიმს  ვერაფრით ერთობიან. 

ტურისტების ნაწილი კი, ქობულეთში ვიზიტით კმაყოფილია და ამბობენ, რომ წვიმიან ამინდშიც, დროს სასიამოვნოდ ატარებენ.
ადამიანები, რომლებიც ვიზიტორებს, საექსკურსიო მომსახურებას უწევენ, ამბობენ რომ წვიმიანინამინდების გამო,  სეზონი თითქმის ჩავარდა. ერთ-ერთმა გიდმა, ჩვენთან საუბარში თქვა, რომ ქობულეთი თავის საექსკურსიო ნუსხაში ტურისტულად შავ სიშია.  ნაწილი ამის ერთ-ერთ მიზეზად კვების ობიექტების სიმცირეს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს

გიდების ნაწილი კი თვლის, რომ  წვიმიან ამინდში  ქობულეთში მხოლოდ მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი. დაწესებულების დირექტორის თქმით, ისინი თავად სთავაზობენ სტუმრებს, სხვადასხვა სახის მომსახურებას, მათ შორის ღვინის დეგუსტაციასა და აგროტურებს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში მუზეუმის გარდა სხვა ბევრი გასართობია. თუმცა კონკრეტულად რა-  ვერ ასახელებენ.  ჩვენს კითხვაზე,  რის გამო ვერ მოხერხდა ინბფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გვპასუხობს, რომ სამუშაოები ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.
ქობულეთში ელემენტარული საპლაჟო ინფრასტრუქტურაც არ არსებობს. სანაპიროზე ამ დრომდე გასახდელები და საშხაპეები არ არის დამონტაჟებული.


დღის ამბები