ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობა გაასაჩივრებს

31, ივლისი 2019 20:40:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ ელგუჯა ბაგრატიონზე წაყენებულ ბრალს ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ბრალი გაუფრთხილებელ დანაშაულში ედება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მას ეკრძალება გარკვეულ ადგილებში მისვლა, ასევე ოპოზიციის წევრი კვირაში ერთხელ პოლიციაში უნდა გამოცხადდეს. მირდატ ქამადაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიზირებულია და იგი მიზანმიმართულად განხორციელდა, რადგან ბაგრატიონს აქციებში მონაწილეობის უფლება არ მიეცეს.


დღის ამბები