06, აპრილი 2017 20:34:00
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ზღვისპირა პარკში ველომარათონი, 6 მაისის პარკში კი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებებში ბათუმის საჯარო სკოლის 15-დან 17 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცა. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.