09, აგვისტო 2019 20:35:00
ბათუმის ქუჩებში სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დარგვა მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ქალაქს, 10-მდე სახეობის ათასობით ძირი ერთწლოვანი ყვავილი შეემატება, რომელიც ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი. დღეისათვის სკვერებში სულ 370 000 ათასი სხვადასხვა სახეობის ნერგია დარგული. ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლებმა, ყვავილები დღეს რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ერთერთე სკვერში დარგეს.