შაბათი 24, აგვისტო 2019

ქობულეთში სიყვარულის და თავგანწირვის მემორიალის დადგმა იგეგმება

13, აგვისტო 2019 21:00:00

კაცს, რომელიც   თავისი ოთხფეხა მეგობრის დასახამარებლად შტორმში შევიდა და დაიღუპა, ცხოველის თანადგომისთვის შესაძლოა მემორიალი  დაუდგან. სიყვარულის და თავგანწირვის მემორიალი ქობულეთში განთავსდება. ინიციატივა საზოგადოებაში უკვე არსებობს. ჰუმანური გმირი ავთანდილ  ცხვე­დი­ა­ნი გახლდათ

ბასტი და ჯესი. ეს იმ კაცის ოთხფეხა მეგობარებია,  რომელიც 5 აგვისტოს, მათ გადასარჩენად შტორმის დროს ზღვაში შევიდა  და დაიღუპა. ამ ადამიანის მხრიდან ცხოველისადმი თანადგომის და დახმარების უპრეცედენტო შემთხვევაზე,  დღეს ყველა საუბრობს.

ცხოველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი,51 წლის ავთანდილ  ცხვე­დი­ა­ნი გახლდათ. შემ­თხვე­ვა ქო­ბუ­ლეთ­ში მდი­ნა­რე კინ­ტრიშ­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან მოხ­და. ბასტი და ჯესი მას შემდეგ ამ ადგილს ყოველდღე სტუმრობენ. 

ავ­თან­დილს  საკუთარი შვი­ლე­ბი არ ჰყავ­და.  თუმცა ოთხფეხა მეგობრები მისთვის ყველაფერი იყვნენ. საკუთართან ერთად ის თავშესაფრის გარეშე დარჩენილ სხვა ცხოველებსაც უვლიდა და ზრუნავდა.

სიყვარულის და თავგანწირვის პროეტის ფარგლებში შესაძლოა ქობულეთში ოთხფეხა მეგობრის გადასარჩენად დაღუპულის მემორიალი დაიდგას. ამის შესახებ ინიციატივა  სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჰუმანური გმირი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის დამზადებაში მზაობა უკვე გამოთქვა  ცნობილმა  მოქანდაკემ  ირაკლი ჟვანიამაც.
 


დღის ამბები