კვირა 22, სექტემბერი 2019

გულნარა სარიშვილი პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის განახლებას მოითხოვს

20, აგვისტო 2019 20:16:00

გამოძიების წინააღმდეგ 16 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას გულნარა სარიშვილი კვლავ აგრძელებს. იგი პროკურატურისგან სისხლის სამართლის საქმის განახლებას, ექიმების დასჯას და ხელახალ გამოძიებას ითხოვს. 2004 წელს გულნარა სარიშვილის 25 წლის ვაჟი გიორგი ბოლქვაძე ბათუმის პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დედის განცხადებით მიზეზი ქირურგების მიერ დაგვიანებული ოპერაცია გახდა. 16 წლის წინ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა და პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმიც დააკავეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს.


დღის ამბები