კვირა 22, სექტემბერი 2019

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკური ერთ-ერთმა კანდიდატმა პროტესტის ნიშნად დატოვა

20, აგვისტო 2019 20:20:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკური ერთ-ერთმა კანდიდატმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ფირუზ ბოლქვაძემ გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს. კანდიდატის თქმით, მჩეველთა საბჭოს უკვე გადაწყვეტილი აქვს ვინ იქნება დირექტორი. მან თინა ცისკარაძე დაასახელა. ფირუზ ბოლქვაძე აპირებს აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართოს რათა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტი დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ აქამდე  ჩატარებული ორი კონკურსის შედეგად ტელევიზიის ხელმძღვანელი  ვერ აირჩიეს. ბოლო კონკურსში 2-2 ხმა მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძემ მიიღო. ამჯერად კი დირექტორობის სურვილი რვა ადამიანმა გამოთქვა. დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელისაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

 


დღის ამბები