30, აგვისტო 2019 21:30:00
ქაქუთში მცხოვრებმა ფერმერებმა საპროტესტო აქცია ამჯერად აჭარის მთავრობის შენობასთან გამართეს. ისინი გუშინ თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ. მათ აინტერესებდათ თხილის რეალიზებასთნ დაკავშირებით რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და როდის შეძლებენ მის გაყიდვას. ადგილზე მოგვიანებით აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც მივიდა. შეგახსენებთ, რომ დგილობრივებმა საპრპტესტო აქცია გუშინ სოფელში გამართეს. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა დროული რეაგირება არ მოახდნს, ქაქუთში მცხოვრებლები მასშტაბური აქციების გამართვას აანონსებენ.