03, ოქტომბერი 2019 20:50:00
გაძვირებული პროდუქტი, დაცარიელებული სამომხმარებლო კალათა და შემცირებული მყიდველი ბაზარში. სექტემბერში საქართველოში ფასებმა 6.4%-იმატა. საქსტატის ინფორმაციით, ამ ზომის ინფლაცია ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა.
კამათი ბაზარში მომატებულმა ფასებმა გამოიწვია,მომხმარებლები ამბობენ,რო მ დაბალი შემოსავლების ფონზე ყოველდგიური საჭიროების სურსათის ღირებულება კატასტროფულად იზრდება.
მოვაჭრეები ფასების მატებას, ლარის გაუფასურებით ხსნიან. ამბობენ,რომ ხშირია უკმაყოფილების ფაქტები. ეს კი მათივე მტკიცებით, გაყიდვების შემცირებას იწვევს.
იგივე მიზეზებით ხსნიან პროდუქტზე ფასების ზრდას ეკონომიკის ექსპერტებიც. გიორგი კეპულაძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურებისთვის სტრატეგია შეიმუშავა თუმცა, გეგმა ჯერ არ განხორციელებულა.
ველოდოთ უნდა თუ არა ფასების დასტაბილურებას? კითხვაზე პასუხი არც საქართველოს მთავრობის წევრებს აქვთ.