09, ოქტომბერი 2019 10:16:00
აჭარის განათლების მინისტრი დღეს 2 მოადგილეს წარადგენს. მაია ხაჯიშვილს მმართველობაში კაკო ძნელაძე და ჯემალ სურმანიძე დაეხმარებიან. როგორც "TV 25"-ისთვის ხდება ცნობილი ძნელაძე სამინისტროში კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ხოლო სურმანიძე სახელმწიფო შესყიდვებს ჩაიბარებს.
განათლების მინისტრი ახალ მოადგილეებს ოფიციალურად 11 საათზე წარადგენს.
ცნობისთვის, მაია ჯახიშვილს ჯამში 4 მოადგილე ეყოლება.