23, დეკემბერი 2019 18:50:00
მთიან აჭარაში ინგლისური ენის ტრენინგ-კურსი დასრულდა. კურორტ გოდერძის, მაჭახელასა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 80-მდე წარმომადგენელმა სწავლებისას საბაზისო, საკომუნიკაციო ინგლისური შეისწავლეს. სემინარები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს დაიწყო, გარდა ტრენინგ-კურსისა მონაწილეებისთვის ასევეა მომზადებულია სასწავლო ვიდეორგოლები, რომელშიც ტურისტის მიღება, სერვისების შეთავაზება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარდგენილი.