ხუთშაბათი 29, ივნისი 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გიდებს ტრენინგი უტარდებათ

19, მაისი 2017 20:04:00

რა ტიპის სამედიცინო დახმარების გაწევა შეიძლება ტურისტებისთვის ხანგრძლივი ლაშქრობებისა და ექსკურსიების დროს?- საკითხზე ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგი ჩატარდა.  30- მდე დამწყები და მოქმედი გიდი მთიანი აჭარის ტურების მიმართულებით გადამზადდებიან.  დაინტერესებულ პირებს სწავლება პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუტარეს. ივნისიდან კი ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს მაღალმთიანი აჭარისა  და დაცული ტერიტორიების მიმართულებით    გეგმავს, თითოეული მათგანის ხანგრძლივობა 2 კვირიანი იქნება. გადამზადების  კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკურსიათმცოდნეობის, ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ საველე გასვლებს ითვალისწინებს.


დღის ამბები