ოთხშაბათი 17, ივლისი 2019

მოსწავლეთა მიერ გაცოცხლებული გმირები

25, მაისი 2017 17:03:00

,,ჩაცმულობა, სამკაული, ფერთა და ქვათა მეტყველება ვეფხისტყაოსანში“-თემაზე მე-2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ,,ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესა და 26 მაისის დღესთან დაკავშირებით, თეატრალური პერფონმასის ფონზე, მოსწავლეებმა პოემიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა  შოთა რუსთაველის  უნივერსიტეტის ინიციატივასაც გამოეხმაურა და  ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის შექმნის აქციაშიც მიიღებს მონაწილეობას. აქცია  დღეს დაიწყო და მთელი წლების განმავლობაში გაგრძელდება.