12, მაისი 2020 21:42:00
აგროსაშუალებები გაძვირდა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო სასუქების, პესტიციდების, აგროტექნიკის და აგროქიმიკატების ფასებმა პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად იმატა. ფერმერებს ხარჯები გაეზარდათ, რასაც შემცირებული სახსრებით ვერ წვდებიან. მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად დაასახელა, თუმცა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას ვერ ახერხებს.
ზეინაბ გოგაძე სოფელ ოჩხამურში ცხოვრობს. საკუთარებაში არსებულ მიწას ოჯახი როგორც პანდემიამდე, ისე დღეს აქტიურად ამუშავებს. სხვაობა ერთია. მეუღლემ სამსახური კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დაკარგა, ამიტომ ახლა მხოლოდ იმის იმედადაა, რასაც ბაღში მოიყვანს, თუმცა პრობლემა აქაც გაჩნდა. გაზრდილი ფასის გამო, აგროქიმიკატების შეძენა უჭირს, სპეციალური წამლობის გარეშე კი კარგი მოსავალის იმედი არ აქვს.
ოჯახი მიწის დამუშავებით უნდა გამოკვებოს ........... ფერმერი ამბობს, რომ მაგალითად, თუ კი ერთ ტომარა აზოტს აქამდე 30 ლარად ყიდულობდა, დღეს 45 ლარის გადახდა უწევს. ოჯახის ფულადი შემოსავალი გაზრდილ ხარჯებს ვერ სწვდება.
აგროქიმიკატები, რომ გაძვირდა, ამას აგრომაღაზიებშიც ადასტურებენ. განმარტავენ მიზეზებსაც. ამბობენ, რომ იგი ტრანსპორტირებაზე მომატებული ფასების შედეგია, რასაც ლარის გაუფასურებაც ემატება.
კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად დაასახელა. გაკეთდა მოწოდებაც, შენარჩუნებულიყო არსებული ფასებიც, თუმცა ფაქტია, რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბაზარზე ფასების კონტროლს ვერ ახერხებს. სამინიტროში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.