შაბათი 21, სექტემბერი 2019

საყოველთაო ნათლობა

19, იანვარი 2017 11:35:00

ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. მართმადიდებლობას აქ კიდევ  107 მოქალაქე ეზიარა.  ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საყოველთაო ნათლობის ტრადიცია წლებია არსებობს. ნათლობის რიტუალი დღეს  რამდენიმე სასულიერო პირმა ერთობლივად შეასრულა.

მორწმუნეები ნათლისღების დღესასწაულზე ქრისტესთან ზიარებას  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ნათლისღების დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე არარელიგიური ტრადიცია უკავშირდება, მათ შორისაა  ნათლიისთვის მამლის ჩუქება. უკვე მოძველებული ტრადიციის მნიშვნელობა  მრევლისთვის უცნობია, თუმცა თვლიან, რომ დღესასწაული მამლის გარეშე წარმოუდგენელია.

მამლის ჩუქების ტრადიციას სასულიერო პირები ცრურწმენებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ფრინველს მართმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ნათლისღების დღესასწაული ერთ-ერთია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.


დღის ამბები