20, იანვარი 2017 05:30:00
ხულოს მუნიციპალიტეტში დილიდან ინტენსიურად თოვს. ახალი თოვლის საფარი დაბაში 10, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 15 სანტიმეტრს, კურორტ გოდერძიზე კი ნახევარ მეტრს აღწევს. შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ დროისთვის დენის გარეშეა დარჩენილი საციხურისა და ირემაძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები. თოვლს პრობლემები არ შეუქმნია საგანმანათლებლო სფეროში.