15, სექტემბერი 2020 11:16:00
აჭარის რეგიონში, 229 სკოლაში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში განახლდა. როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აცხადებს, სკოლები წიგნებით არის უზრუნველყოფილი, ასევე პირველკლასელებს ბუქები გადაეცათ.
მაია ხაჯიშვილის ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაში მოსწავლეთა 95 პროცენტი ჩართულია.
მისივე თქმით, მოსწავლეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ტელეგაკვეთილების საშუალებით ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიში განახლდა. კლასებში სწავლება კი პირველ ოქტომბერს დაიწყება.