23, იანვარი 2017 11:28:00
უკვე ოთხი დღეა ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელის გარეშე მუშაობს. ათთვიანი თანამშრომლობის შემდეგ, ირინა ყურუამ არხთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. რა გახდა ყურუას მაუწყებლიდან წასვლის მოტივი - კონკურენტი არხიდან მიღებული მომხიბვლელი წინადადება, როგორც ამას „ტვ 25“-ის დირექტორი ამბობს, თუ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შესაძლო ახალი მოდელი, რომელიც ყოფილი თანამშრომლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - მხარეთა პოზიციებით თამარ კიკნაძე.