04, ივნისი 2021 13:12:00
სწორი კვება, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მტკიცებას არავისთვის საჭიროებს, თუმცა სასარგებლო პროდუქტის დაბალანსებული მიღება, განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის გამართული მუშაობისთვის. როცა კვება არაჯანსაღია, იგი არაერთი დაავადების გამომწვევი ხდება.
იმის მიხედვით, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელი დაავადება ყალიბდება ან უკვე ფორმირებულია, სხვდასხვაგვარია სიმპტომები, რომლითაც ისინი თავს ავლენენ. კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გასტრიტი, წყლული, გულძმარვა და სხვა, ეს იმ მწვავე და ქრონილური პათოლოგიების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც ექიმები გირჩევთ, ჩივილებისთანავე მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
ერთ-ერთი კვლევის მეთოდი , კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დიაგნოსტიკის ყველაზე ზუსტი და ინფორმატიული მეთოდია, ენდოსკოპიაა. ენდოსკოპიური კვლევით, ექიმს შეუძლია ყურადღებით დაათვალიეროს და შეისწავლოს ლორწოვანის თითოეული მონაკვეთი, და აღმოაჩინოს დაავადების მცირე კერებიც კი.
გასტროენტეროლოგთან დაგვიანებული ვიზიტის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა ხშირად იმდენად მძიმდება, რომ მკურნალობა დაუყონებლივ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.
პროფილაქტიკის მიზნით, სპეციალისტები გირჩევთ, წელიწარში ერთხელ დაგეგმოთ ვიზიტი გასტროენტეროლოგთან. ეს დაგაზღვევთ დაავადების განვითარების და შემდგომი გართულებებისგან.