13, აგვისტო 2021 21:25:00
გამოშვებას ვაგრძელებთ მრავალმხრივი ინტერესის მქონე ახალგაზრდის ისტორიით. ავთო შერვაშიძე მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და იქ მყოფ პატარებს ტყის გაკვეთილებს უტარებს. ასწავლის ტყეს და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. გარდა ამისა, 22 წლის ბიჭი სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთვარებელი კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ბლოგერობას უთმობს. უყვარს ფოტოგრაფიაც. ეკა ბარამიძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, ახალგაზრდის სამომავლო გეგმებზე.
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, საცხოვრებლად აჭარის მთიდან, დროებით დედაქალაქში გადავიდა. ახლა, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის დამამთვარებელი კურსის სტუდენტია. განათლებას სამსახურსაც უთავსებს - ტყის მასწავლებლად მუშაობს. პატარებს, ტყეს და მასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საწყის საკითხებს, კონტაქტურად აცნობს. მისი ძირითადი ჰობი ფოტოგრაფიაა. მუშაობს ბლოგერადაც - ეს ავთო შერვაშიძეა, მრავალმხრივი ინტერესის მქონე ახალგაზრდა მაღალმთიანი აჭარიდან.
ტყის მასწავლებლად მუშაობა პანდემიის დროს დაიწყო. იქამდე კი, სპეციალური გადამზადების კურსები გაიარა. ამბობს, რომ ბავშვებთან მუშაობა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია, თუმცა პატარების სიყვარულით ყოველგვარ სირთულეს თავს ართმევს.
მრავალმხრივი ინტერესი ბავშვობიდანვე აქვს. უყვარს მუსიკა, ქართული ქორეოგრაფია, ჰობიდან კი, ძრითადად ფოტოგრაფიას გამოყოფს. სურს, აჭარის მთის ღირშესანიშნაობები ფირზე ასხოს და ასე, რეალობა წამით მაინც შეაჩეროს. რამდენიმე თვის წინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ სტუდენტურ კონკურსში, „ნამდვილი თუ მოგონილი“ მონაწილობა მიიღო და მის მიერ წარდგენილმა თემამ გამარჯვებაც მოუტანა. მოიგო ტელეფონი, რომელიც ფოტო ისტორიის შექმნაში ეხმარება. საზოგადებას ბლოგებით მთის ამბებსაც აცნობს.
კითხვაზე, რამდენად რთულია ახალგაზრდებისთვის მაღალმთიანი აჭარიდან დედაქალაქში თავის დამკვიდრება? ამბობს, რომ ბარიერები ინდივიდუალურია. მთავარ პრობლემად კი უცხო ენებს ასახელებს.
გრძელვადანი გეგმები არ აქვს, თუმცა ზუსტად იცის, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში - დიდაჭარაში აუცილებლად დაბრუნდება. შეძენილ განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას კი, რეგიონის მთიანეთს მოახმარს.