16, აგვისტო 2021 10:06:00
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
სტიქიის შედეგად დაშავდა 284 ადამიანი, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.
ცნობისთვის, მანამდე 62 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.