25, იანვარი 2017 11:29:00
უკანონო გარევაჭრობა - პრობლემა, რომელიც ბათუმისთვის ახალი არ არის. გარევაჭრობა ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება. ტროტუარებზე განთავსებულმა დახლებმა კი განსაკუთრებით წერეთლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები შეაწუხა. ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარება მერს დღეს აქციით მოთხოვეს. შეხვედრის დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში.