17, აგვისტო 2017 20:02:00
კვირას 20 აგვისტოს, სარფის სანაპიროზე სახალხო დღესასწაული "კოლხობა" გაიმართება. პლაჟზე უკვე მიმდინარეობს ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სცენის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები და გამოფენები. სახალხო დღესასწაულში ადგილობრივებთან ერთად, სხვა რეგიონებიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწიელობას. "კოლხობის" დღესასწაულს საფუძველი ჯერ კიდევ 1979 წელს ჩაეყარა. სახალხო დღესასწაულს თავდაპირველად "ქვაომხაზობა"-ს უწოდებდნენ, შემდგომ ლაზთა სახალხო დღესასწაულს “კოლხობა” დაერქვა, რადგანაც ეს დღესასწაული მთელ კოლხეთში იმართებოდა.