27, იანვარი 2017 08:17:00
ხულოს მუნიციპალიტეტში გამოიდარა. ახალი თოვლის საფარი დაბაში 15სმ, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30სმ-ია. თოვლმა პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ დროისათვის დენის გარეშეა დარჩენილი საციხურის ადმინისტრაციული ერთეული. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროცესს, მართალია მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია, თუმცა საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს. სააღმზრდელო პროცესი არ შეჩერებულა საბავშვო ბაღებშიც. ახალი თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს კურორტ გოდერძიზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი. გამგეობის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. იყრება ტექნიკური მარილი.