12, ოქტომბერი 2017 14:06:00
საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია, "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის რიგი მუხლები. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადაო ნორმებით, მათ ერთმევათ საკუთრების გამოსყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობის უფლება. კერძოდ, თუ კი პირს მეორე პირისთვის ხელშეკრულების გარეშე, სარგებლობის უფლებით მიცემული აქვს საცხოვრებელი ფართი და ამ სარგებლობის ვადა ითვლის 30 წელს ,მოსარგებლეს აქვს უპირატესი უფლება, სასამართლოს გზით, მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად, საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ქონება. მოსარგებლეს მოუწევს მხოლოდ მესაკუთრეს გადაუხადოს ქონების ღირებულების 15-დან 25%-მდე თანხა. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადაო ნორმით მათ ეზღუდებათ კონსიტუაციით დაცული საკუთრების უფლება. სარჩელს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.