20, ოქტომბერი 2017 17:01:00
ხვალ, ბათუმის სარაგბო კლუბი „ევროპის კონტინენტის ფარზე“ პირველ საშინაო მატჩს გამართავს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი რაგბი არენაზე გერმანულ გუნდ - „ჰაიდელბერგს“ უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ჩემპიონატში სულ 8 გუნდი მონაწილეობს, ბათუმს ამ დროისათვის ორი ქულა აქვს. პირველ ტურში ‘ბათუმმა’ იტალიაში იასპარეზა და 27-ით 31 დამარცხცდა. შემდეგ მატჩს ბათუმის გუნდი იტალიის „ვიადანასთან“ გამართავს.